ჩვენი კომპანია ”GTN technologics" ჩამოყალიბდა 1998 წელს და წარმოადგენს ამერიკული კომპანია ”tulip.com"-ის შვილობილს, ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოში ინტერნეტის ამუშავების საწყისებიდან ვემსახურებით უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას და წინსვლას. ჩვენი მომსახურება მოიცავს მეტად ფართე არეალს, დაწყებული მაღალი ხარისხის ჰოსტინგ სერვისის განხორციელებით, ქსელის ადმინისტრირებით და მართვით, ვებ დიზაინით, პროგრამირებით და დამთავრებული მრავალმხრივი კონსულტაციებით. კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ როგორც მსხვილი საწარმოები, აგრეთვე საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციები. ვთანამშრომლობთ აგრეთვე ქართულ წამყვან ტელეკომპანიებთან და მრავალ მნიშვნელოვან დაწესებულებებთან რომელთა პროდუქცია ჩვენს სერვერებზეა განთავსებული და შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებით. ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობით ჩვენ შევიძინეთ დიდი გამოცდილება და ეს გამოცდილება საშვალებას გვაძლევს მაღალპროფესიულ დონეზე შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულებები. გახდით ჩვენი კლიენტები გადმოგვაბარეთ თქვენი პროდუქცია და კმაყოფილი დარჩებით მომსახურების პროფესიონალიზმით.